გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე ნიკოლოზ ვაშაკიძე იკითხება
გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე ნიკოლოზ ვაშაკიძე იკითხება

გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე ნიკოლოზ ვაშაკიძე იკითხება. ნიკოლოზ ვაშაკიძე 2000 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო და ის ასევე იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

როგორც ცნობილია, ვაშაკიძე გამოძიებას ჩვენებას მეორედ აძლევს.

მან პროკურატურაში შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.

ის აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა იმ პერიოდშიც, რომელზეც გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. ამ საქმეზე ბრალდებულები არიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომლებიც 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისიის წევრები იყვნენ.