გენერალი მარტინ დემფსი - აქციების წინააღმდეგ სამხედროების გამოყენების იდეა შემაშფოთებელი და სახიფათო იყო
გენერალი მარტინ დემფსი - აქციების წინააღმდეგ სამხედროების გამოყენების იდეა შემაშფოთებელი და სახიფათო იყო

დონალდ ტრამპის მიერ საპროტესტო აქციების წინააღმდეგ სამხედროების გამოყენების მუქარა გენერალმა, მარტინ დემფსიმ გააკრიტიკა.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ყოფილმა ხელმძღვანელმა აშშ-ის ლიდერის განცხადებებს შემაშფოთებელი და სახიფათო უწოდა.

„იდეა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი პასუხისმგებლობას აიღებდა სამხედროების გამოყენების სიტუაციაზე, ჩემთვის შემაშფოთებელი იყო. ჩემთვის ძალიან სახიფათო იყო იდეა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს გამოიძახებდნენ და ჩაახშობდნენ აქციებს, რომელიც უმეტესწილად მშვიდობიანი იყო და ცხადია, ზოგიერთებმა ოპორტუნისტულად გახადეს ისინი ძალადობრივი. ასევე სახიფათო იყო იდეა, რომ სამხედროები როგორმე შევიდოდნენ და დაამშვიდებდნენ ამ ვითარებას“, – განაცხადა მარტინ დემფსიმ, რომელიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბებს ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, 2011-2015 წლებში ხელმძღვანელობდა.