გენერალი მარკ მილი - უკრაინის კონტრშეტევა შორს არის მარცხისგან, მიუხედავად იმისა, რომ ის მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს
გენერალი მარკ მილი - უკრაინის კონტრშეტევა შორს არის მარცხისგან, მიუხედავად იმისა, რომ ის მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა შორს არის მარცხისგან, მიუხედავად იმისა, რომ ის იმაზე უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

„ეს დაიწყო დაახლოებით ხუთი-ექვსი კვირის წინ და იყო გარკვეული წინასწარმეტყველებები წინსვლის შესახებ და ეს შენელდა. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის განსხვავება ქაღალდზე ომსა და რეალურ ომს შორის“, – განაცხადა მილიმ.

გენერალმა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინას აქვს „მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალა, რომელიც ჯერ არ არის ჩართული“ კონტრშეტევაში.

„მე არ ვიტყვი, რა მოხდება მომავალში, რადგან ეს იქნება უკრაინის გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად და როდის ჩადებენ რეზერვს. ახლა ისინი ინარჩუნებენ თავიანთ საბრძოლო ძალას და ნელა, მიზანმიმართულად, სტაბილურად მუშაობენ ყველა ამ დანაღმულ ველზე”, – განაცხადა მარკ მილიმ.