გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ ამბოხის შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან უთანხმოებასა და დაბნეულობას განიცდის
გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ ამბოხის შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან უთანხმოებასა და დაბნეულობას განიცდის

შეერთებული შტატების უმაღლესი გენერლის, მარკ მილის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა განიცდის მნიშვნელოვან უთანხმოებასა და დაბნეულობას „ვაგნერის“ სამხედრო დაჯგუფების ამბოხის შემდეგ, მაგრამ მისი გავლენა უკრაინის ფრონტზე ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„დიდი განხილვა მიმდინარეობს მაღალ დონეზე, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი საბოლოოდ. მე არ ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერი დასრულდა. ვფიქრობ, რომ წინ კიდევ ბევრი რამაა მოსახდენი“, – აღნიშნა მილიმ.

გენერლის თქმით, რუსული სამხედროები უკრაინაში, სავარაუდოდ, უფრო მეტად არიან ორიენტირებული ადგილზე არსებულ ვითარებასა და საკუთარი თავის გადარჩენაზე.