ჰოსეინ სალამი - არ დავუშვებთ ჩვენს მიწაზე ომს, გავანადგურებთ ნებისმიერ აგრესორს
ჰოსეინ სალამი - არ დავუშვებთ ჩვენს მიწაზე ომს, გავანადგურებთ ნებისმიერ აგრესორს

თეირანში აცხადებენ, რომ მზად არიან, გაანადგურონ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ირანს თავს დაესხმება.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა, ჰოსეინ სალამიმ აშშ-ი გააფრთხილა, რომ ვაშინგტონმა „შეცდომა არ დაუშვას“.

„ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენს მიწაზე ომს. ჩვენ გავანადგურებთ ნებისმიერ აგრესორს“, – განაცხადა გენერალმა, ჰოსეინ სალამიმ.

აღნიშნული განცხადება სალამიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ი რეგიონში დამატებით სამხედრო ძალებს გააგზავნის, რათა მოკავშირე საუდის არაბეთი დაიცვას.

მანამდე, აშშ-მა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა.