გენერალი ფრენკ მაკკენზი - ავღანეთის კოლაფსი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და „თალიბანს“ შორის გასულ წელს დოჰაში მიღწეულმა შეთანხმებამ დააჩქარა
გენერალი ფრენკ მაკკენზი - ავღანეთის კოლაფსი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და „თალიბანს“ შორის გასულ წელს დოჰაში მიღწეულმა შეთანხმებამ დააჩქარა

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის, გენერალ ფრენკ მაკკენზის განცხადებით, ავღანეთის კოლაფსი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და „თალიბანს“ შორის გასულ წელს დოჰაში მიღწეულმა შეთანხმებამ დააჩქარა, რომლითაც გაიწერა ავღანეთიდან ამერიკული კონტიგენტის გასვლის თარიღი.

წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე მოსმენისას გენერალ ფრენკ მაკკენზიმ განაცხადა, რომ შეთანხმებას „ნამდვილად დამღუპველი ეფექტი“ ჰქონდა ავღანეთის მთავრობასა და შეიარაღებულ ძალებზე.

ამ მოსაზრებას ეთანხმება თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, რომლის თქმითაც, დოჰაში მიღწეულმა კონსენსუსმა „თალიბანი“ გააძლიერა.

კონტინგენტის გასვლის თარიღის გარდა, ეს შეთანხმება მოიცავდა „თალიბანის“ მხრიდან ფართო ვალდებულებებს, რათა მიეღო ზომები, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას „ალ-ქაიდას“ მსგავსი ჯგუფებისგან საფრთხე არ შეექმნებოდა.