გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტვაში 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა

13:56, 07.01.2020

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტვაში 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა.

ინციდენტი გენერლის მშობლიურ ქერმანის რეგიონში მოხდა, სადაც დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

თეირანში მიმდინარე სამგლოვიარო პროცესიას მილიონი ადამიანი დაესწრო.

გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს ერაყში მოკლეს.

მსგავსი