გენერალ სოსო ქუთათელაძის ძმისშვილი, თენგიზ ქუთათელაძე გარდაცვლილი იპოვეს

18:30, 04.05.2018

გენერალ სოსო ქუთათელაძის ძმისშვილი, თენგიზ ქუთათელაძე ქვემო ფონიჭალაში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

მსგავსი