გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა განახლდა
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე  წინასასამართლო სხდომა განახლდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა განახლდა.

ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა სასამართლოს დღეს დამატებითი შუამდგომლობებით მიმართა.

დაცვის მხარე მოწმეების, რეხვიაშვილის, ჩადუნელისა და თედორაძის დეტალური სატელეფონო ამონაწერის გამოთხოვასა და შ.პ.ს „ბირკოპის“ სალარო აპარატის ჩეკების ამოღებას ითხოვს.