გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები გამოვლინდა
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები გამოვლინდა

პირველი არხის ინფორმაციით,   გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები გამოვლინდა და მოსამართლემ გიორგი ჭანტურიას დაკავების განჩინება სწორედ ამ გარემოებების საფუძველზე გამოიტანა.

გამოძიებამ ახალი გარემოებები მოწმეების ჩვენებით გამოავლინა, რომელიც უშუალოდ მკვლელობას უკავშირდება.

ოფიციალურ ინფორმაციას ჭანტურიას დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში გაავრცელებს. უწყებაში ბრიფინგი იგეგმება.

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია წუხელ დააკავეს. ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას  სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე მოკლული 15 იანვარს იპოვეს. სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია მალევე დააკავეს, თუმცა, ბრალის წარდგენის გარეშე, 18 იანვარს გაათავისუფლეს.