გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს [ფოტო/ვიდეო]

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. გენერლის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს, სადაც დღეს დაკრძალავენ.

გენერლის გამოსვენებამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა წაიკითხა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელი ოთარ ზურაბიშვილი.

გენერლის გამოსვენებამდე, შესრულდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჰიმნი. გიორგი კვინიტაძის ნეშტი გია ყანჩელის „ჰერიო, ბიჭებოს“ ფონზე გამოასვენეს, ანსამბლ „შავნაბადას“ შესრულებით.