გენდერული თანასწორობის რეიტინგში საქართველოს 100-დან 79,38 ქულა აქვს
გენდერული თანასწორობის რეიტინგში საქართველოს 100-დან 79,38 ქულა აქვს

გენდერული თანასწორობის მიხედვით, საქართველოს 100-ქულიანი შეფასებიდან 79,38 აქვს მინიჭებული. შესაბამისი კვლევა მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა.

ექსპერტებმა შეისწავლეს ქალთა უფლებების მდგომარეობა 187 ქვეყანაში. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო შემდეგი მაჩვენებლები – შრომის ანაზღაურება, დასაქმება, საკუთარი ბიზნესი, აქტივების მართვა, საპენსიო უზრუნველყოფა, გადაადგილების თავისუფლება, ქორწინება და შვილების ყოლა.

ქალთა უფლებების მხრივ ყველაზე კარგი მდგომარეობაა ბელგიაში, დანიაში, საფრანგეთში, ლატვიაში, ლუქსემბურგსა და შვედეთში. ამ ქვეყნებმა 100-დან 100 ქულა მიიღეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდ პროგრესს გენდერული თანასწორობის მხრივ საფრანგეთმა მიაღწია. რეფორმების საშუალებით მან თავისი პოზიციები 10 ქულით გაიუმჯობესა.

ქალთა უფლებები ყველაზე დაუცველია საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სუდანში.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, გენდერული თანასწორობის მიხედვით, სომხეთში არსებული მდგომარეობა 83,13 ქულით შეფასდა, თურქეთს – 79,38, აზერბაიჯანს 78,75, რუსეთს კი 73,13 ქულა აქვს.