გელათში სავარაუდოდ მე-14 ან მე-16 საუკუნის პერიოდის ქვევრები და კედლის ნაწილები აღმოაჩინეს [ვიდეო]
გელათში სავარაუდოდ მე-14 ან მე-16 საუკუნის პერიოდის ქვევრები და კედლის ნაწილები აღმოაჩინეს [ვიდეო]

გელათში არქეოლოგებმა, ღვარსადენების რეაბილიტაციის პროცესში, ქვევრები და კედლის ნაწილები აღმოაჩინეს.

აღმოჩენა, სავარაუდოდ, მე-14 ან მე-16 საუკუნის პერიოდს ეკუთვნის.

„ჩვენ გელათში გეგმურ სამუშაოებს ვაწარმოებდით, საუბარია ტაძრის ეზოში სხვადასხვა მიმართულებით გაყვანილ ძველ ღვარსადენებზე. სამუშაოების დროს გამოიკვეთა რამდენიმე ქვევრი და სხვადასხვა დროის ქვითკირის ნაგებობათა ნაშთები. მიმდინარეობის აღმოჩენის შესწავლა“, – განაცხადა პირველ არხთან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველმა როლანდ ისაკაძემ.

დატოვე კომენტარი