გელათის უნიკალური ფრესკების სკანირებისა და ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების პროცესი დაიწყო
გელათის უნიკალური ფრესკების სკანირებისა და ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების პროცესი დაიწყო

გელათის სამონასტრო კომპლექსის უნიკალური ფრესკების სკანირებისა და მათი ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების პროცესი დაიწყო
პროექტი, რომელსაც კომპანია „ინჟინრული აზრის“ თანამშრომლები და კედლის მხატვრობის ქართველი სპეციალისტები ახორციელებენ, გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის, წმინდა გიორგი სახელობის ტაძრისა, კარიბჭეში არსებული კედლის მხატვრობისა და მოზაიკის 3D ფორმატით ლაზერულ სკანირებას და მაღალი გარჩევადობის ციფრულ ფოტო ინფორმაციის სპეციალური პროგრამული უზრუნვეყოფით არქივაციას ითვალისწინებს. 


ფრესკების დაზიანების შემთხვევაში, სკანირებული ინფორმაციის არსებობა, სააგენტოს მათი უზუსტესად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. სკანირებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდება სამომავლო კონსერვაციის პროცესზე კონტროლიც.


ციფრული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ცდომილებების გარეშე, მაქსიმალური სიზუსტით დაფიქსირდეს ფრესკული (კედლის) მხატვრობა, როგორც ბრტყელ, ასევე ცილინდრულ, სფერულ და სხვა რთულ ზედაპირებზე. ამასთან, ციფრული ფიქსირება ხდება კოორდინატთა სისტემაში და სამ განზომილებიან სივრცეში ინტერიერის თუ ექსტერიერის სკანირებულ ყველა მონაკვეთს ზუსტ ადგილმდებარეობას ანიჭებს. 


გელათის ღვთისმშობლის ტაძრის წმ. მარინეს ეგვტერისა და სამხრეთ კარიბჭის კედლის მხატვრობის გადაუდებელი კონსერვაცია 2013 წელს განხორციელდა. 2015 წელს ჩატარდა სამონასტრო კომპლექსის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის კედლის მხატვრობისკონსერვაციის პროცესიც.