გელათის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი „დავითის გზა“ რამდენიმე დღეში გაიხსნება
გელათის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი „დავითის გზა“ რამდენიმე დღეში გაიხსნება

გელათის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი „დავითის გზა“ რამდენიმე დღეში გაიხსნება.

„მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით, იმერეთში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დასრულდა, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ემსახურება. გარდა ამისა, ჩვენ უახლოეს დღეებში გავხსნით „დავითის გზას“, ისტორიულ გზას, რომელიც ამოდის გელათის სამონასტრო კომპლექსამდე. გზა აღდგა და მოპირკეთდა, რაც კიდევ ერთი საინტერესო ლოკაცია იქნება ტურისტებისთვის“, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გელათის მონასტრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.

ფონდის მართვაში არსებული პროექტი ითვალისწინებდა გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ამორტიზებული საყრდენი კედლის, გზის, ავტოსადგომის, ღვთისმშობლის ტაძრის ქვის კონსერვაციის სამუშაოებს, გადახურვის სამუშაოებს და სხვა. ტაძრის გუმბათის გასამაგრებლად მოეწყო ქვედა სარტყელიც.