გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთ მკლავზე დაზიანებული დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენა დასრულდა
გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთ მკლავზე დაზიანებული დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენა დასრულდა

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთ მკლავზე დაზიანებული დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენა დასრულდა.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მკლავის სამხრეთ ფერდზე 15 კვ. მეტრი ფართობის მქონე არეალზე სპეციალისტების მიერ მოწყობილ ხის კონსტრუქციულ ბაზისზე თუნუქის ფენილი სათანადო წესით დაეფინა.

მათივე ცნობით, სამუშაო პროცესის უსაფრთხოებას კლუბ თეთნულდის მეკლდეურეები და სააგენტოს შრომითი უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფდნენ.

„ახლად მოწყობილი დროებითი გადახურვის ფრაგმენტი სტრუქტურულად გამაგრდა. პარალელურად კი, შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მომდევნო ორ დღეში შემოწმდება და გამაგრდება მყარი გადახურვის ფენილების ყველა სეგმენტი.

ამავდროულად, სააგენტოს ზედამხედველობით წარიმართება დროებითი გადახურვების სხვა ელემენტებზე გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების პროცესი, რომლის პირველი ეტაპი მთავარი ტაძრის ორი ეკვდერის აბსიდებზე დღეს უკვე დასრულდა“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი