ევროპის ძიუდოს ფედერაციის ეგიდით ხორვატიის ქალაქ პორეცში მიმდინარეობს ერთობლივი შეკრება, სადაც საქართველოს ქალთა ნაკრების, საქართველოს ახალგაზრდული გუნდისა და ეროვნული ნაკრების წევრები:- ლაშა ჩადუნელი, კობა მჭედლიშვილი, გიგა გიგაური და გიორგი პაპუნაშვილი მონაწილეობენ.
საწვრთნელ შეკრებაში მონაწილეობს ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებმა დღეს გაავრცელეს ვიდეო, სადაც რინერის სპარინგი საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების წევრი გელა ზაალიშვილია.