პარიზის გრანდ სლემზე, შესაძლოა, თუშიშვილისა და რინერის დაპირისპირება ვიხილოთ #1TVSPORT
პარიზის გრანდ სლემზე, შესაძლოა, თუშიშვილისა და რინერის დაპირისპირება ვიხილოთ #1TVSPORT

პარიზში 4-5 თებერვალს ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. სპორტის ამ სახეობაში ძალიან პრესტიჟულ ტურნირზე, შესაძლოა, მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილისა და ძიუდოს ფრანგი ლეგენდის, ტედი რინერის დაპირისპირება კვლავ ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა რინერი გორში, საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში დაამარცხა, რის შემდეგაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. ქართველ ძიუდოისტს ფრანგთან გამარჯვება არ ჩაუთვალეს. IJF-ის სამსაჯო კომისიამ გამონაკლისი შემთხვევა დაუშვა და გურამ თუშიშვილს ვაზარი გაუუქმა, მაგრამ გადაწყვეტილება „მებრძოლი თბილისის“ მიერ დაფიქსირებულ საბოლოო შედეგზე არ იქნება ასახული.

საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა პარიზის გრანდ სლემზე:

კაცები

60 კგ: თემურ ნოზაძე;

66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი;

73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი;

81 კგ: ტატო გრიგალაშვილი;

90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე;

100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი;

+100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი.

ქალები

57 კგ: მარიამ ციხელაშვილი;

70 კგ: ელისო სისაური.