გელა ნიკოლაიშვილი - „ნაცმოძრაობაზე“ გამწარებული და „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებული მოსახლეობა მიხვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება კატასტროფა იქნება
გელა ნიკოლაიშვილი - „ნაცმოძრაობაზე“ გამწარებული და „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებული მოსახლეობა მიხვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება კატასტროფა იქნება

„ნაციონალურ მოძრაობაზე“ გამწარებული და „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებული მოსახლეობა მიხვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება კატასტროფა იქნება, – ამის შესახებ ორგანიზაცია „არა ნაციზმის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება დაუშვებელია.

ნიკოლაიშვილის განაცხადებით, ორგანიზაციის მიზანი მარტივია, ამომრჩევლების 54 პროცენტი, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა, აგრძნობინონ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი.

„ათასობით ადამიანი ჩაეწერა და აპირებენ წასვლას იმ რეგიონებში, სადაც დარეგისტრირებულნი არიან, რაშიც ჩვენი მოძრაობა ხელს შეუწყობს, მიკროავტობუსებით, ავტობუსებით. ვისაც რა საშუალება აქვს, გვეხმარება და ასეთი მოხალისე ძალიან ბევრია. მარშრუტები ძირითადად იქნება დასავლეთის მიმართულებით, გურია, იმერეთი, სამეგრელო და აჭარაში გავემგზავრებით”, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.