შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან და თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსებთან შეხვედრა გამართა
შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან და თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსებთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ დირექტორთან, ლევან მაისურაძესა და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საგზაო მოძრაობის მიმართულებით არსებული ვითარება განიხილეს და უსაფრთხოების უფრო მეტად გაძლიერების მიზნით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან ავტოსაგზაო შემთხვევებისა და დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ანგარიში მოისმინა. გელა გელაძემ ხაზი გაუსვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.