გელა გელაძე შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში იმყოფებოდა
გელა გელაძე შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, მოადგილე გიორგი ბუთხუზთან ერთად, სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში იმყოფებოდა.

მინისტრმა ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულების სივრცეები დაათვალიერა, მათ შორის: ბიოლოგიური, ქიმიური, ნარკოლოგიური, კალიგრაფიული და დოკუმენტების ტექნიკური ლაბორატორიები.

შს მინისტრსა და გიორგი ბუთხუზს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჯანგულაშვილმა დეპარტამენტის საქმიანობისა და ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი გაეცნო ექსპერტების მუშაობის სპეციფიკას, საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.