გელა გელაძე - მინდა, გამოვხატო პატივისცემა და მადლიერება პოლიციელებისადმი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად თქვენ დგახართ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე
გელა გელაძე - მინდა, გამოვხატო პატივისცემა და მადლიერება პოლიციელებისადმი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად თქვენ დგახართ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე

მინდა, გამოვხატო პატივისცემა და მადლიერება პოლიციელებისადმი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად თქვენ დგახართ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ განაცხადა.

გელა გელაძემ პოლიციელებს მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პირველად მოგმართავთ, როგორც ამ უმნიშვნელოვანესი უწყების ხელმძღვანელი. მინდა, გამოვხატო გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება თქვენდამი. თქვენ 24-საათიან რეჟიმში, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, დგახართ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე, იცავთ ქვეყნის საზღვრებს და თავდაუზოგავად ებრძვით დანაშაულს. სწორედ თქვენ ქმნით უსაფრთხო მომავალს, სადაც ჩვენმა შვილებმა, მშობლებმა და ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ მშვიდ, სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში უნდა იცხოვრონ“, – განაცხადა გელაძემ.