გელა ჩარკვიანს დღეს 80 წელი შეუსრულდა [ფოტო]
გელა ჩარკვიანს დღეს 80 წელი შეუსრულდა [ფოტო]

გელა ჩარკვიანს დღეს 80 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიება „თიბისი გალერეაში“ გაიმართა.

ღონისძიებას გელა ჩარკვიანის მეგობრები და კოლეგები დაესწრნენ. საკუთარ დაბადების დღეზე ჩარკვიანმა საზოგადოებას ახალი წიგნი წარუდგინა.

„ნაგერალა 80“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც გელა ჩარკვიანის ჩანაწერების ახალ, შევსებულ გამოცემას წარმოადგენს. წიგნში ასევე შესულია ფოტომასალა მისი პირადი არქივიდან და ახლავს ავტორის ავტოგრაფი.