გეკა გელაძემ შსს-ს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

12:42, 11.02.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს შალვა მაღლაკელიძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ  წარუდგინა და მას წარმატებული საქმიანობა უსურვა.

გეკა გელაძემ მოადგილე მარიამ ტაბატაძესთან და შალვა მაღლაკელიძესთან ერთად ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

მსგავსი