გეკა გელაძე - თვითმფრინავის ვარდნის შედეგად ბევრი დეტალია გაფანტული და ამაში ადამიანური რესურსის მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი, ადგილზე, შსს-ს დანაყოფებთან ერთად, თავდაცვის ძალები იმყოფებიან
გეკა გელაძე - თვითმფრინავის ვარდნის შედეგად ბევრი დეტალია გაფანტული და ამაში ადამიანური რესურსის მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი, ადგილზე, შსს-ს დანაყოფებთან ერთად, თავდაცვის ძალები იმყოფებიან

გამოძიება მიმდინარეობს და, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადგილზე, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფთან ერთად, თავდაცვის ძალები იმყოფებიან.

„გამოძიება მიმდინარეობს და, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან იქიდან გამომდინარე, რომ ვარდნის შედეგად თვითმფრინავის ძალიან ბევრი დეტალი არის გაფანტული და ამაში ადამიანური რესურსის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. შსს-ს სხვადასხვა დანაყოფთან ერთად, თავდაცვის ძალები იღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა გეკა გელაძემ.