გეკა გელაძე - ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, 2025 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტური გახადა
მსოფლიოში გამოწვევად რჩება მიგრაციიული პრობლემები. ამ მხრივ არც საქართველო არის გამონაკლისი და ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც საკანონმდებლო, ტექნოლიგიური, ასევე ინფრასტრქტურული განვითარების კუთხით.
„2025 წელს მიღებულმა იმ საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც ჩვენ მიერ იქნა განხორციელებული, ძალიან ეფექტური გახადა მიგრაცის წინააღმდეგ ბრძოლა და ამის დასტურია ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1300-ზე მეტი არალეგალია გაძევებული ქვეყნიდან, რაც 2024 წლის სტატისტიკასთან შედარებით 207 პროცენტით არის მომატებული. ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს და გეგმას წარმოადგენს მიმდინარე წელს 3 500-დან 4 000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ სწორი ინსტრუმენტების და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ“, – განაცხადა გეკა გელაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მიგრაციის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა: „ევროპაში პროცესების ფონზე საზოგადოების წუხილი და მიგრაციის საკითხით დაინტერესება მისასალმებელია, თითოეული პატრიოტის სურვილია, საქართველომ ეროვნული, რელიგიური იდენტობა დაიცვას“.