გეგა წულაია ესპანეთში 21-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა #1TVSPORT
გეგა წულაია ესპანეთში 21-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა #1TVSPORT

ესპანეთის ება-ს ლიგაში წარმატებით ასპარეზობს ახალგაზრდა ქართველი უკანახაზელი გეგა წულაია, რომელიც A-A დივიზიონში 21-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

მისი „სანტანდერი“ „რედლაინს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 94:98 დამარცხდა. წაგების მიუხედავად, ქართველი კალათბურთელი ტურის MVP-დ აღიარეს. მან 23 წუთში 25 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა, 4-დან 3 ორქულიანი, 5-დან 4 სამიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

„სანტანდერს“ 9 მოგება, 12 წაგება აქვს და 14-გუნდიან დივიზიონში მე-11 ადგილზეა.

რაც შეეხება გეგა წულაიას, იგი აქამდეც არაერთ მატჩში გამოირჩა: 21 ქულა ჩააგდო „ლას პიელაგოსთან“, 26 ქულა (11-დან 7 სამქულიანი) – „სოლარესთან“, 20 ქულა – „ტარიბაკოსთან“…