გეგა დიასამიძის ეფექტური ფინტები „კოლხეთთან“ [ვიდეო]

„საბურთალოში“ გადასულმა გეგა დიასამიძემ, რომელმაც გულშემატკივარს თავი შარშან „ლოკომოტივში“ მშვენიერი და ეფექტური თამაშით დაამახსოვრაა, დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურში გაიბრწყინა.

25 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ფოთის „კოლხეთთან“ ზესტაფონში გამართულ შეხვედრაში მეორე გოლში დიდი როლი ითამაშა – დიასამიძემ ე.წ. მარადონას ფინტით ჩამოიცილა მეტოქეები და ბურთი გიორგი კოხრეიძეს გადააწოდა, რომელმაც თბილისელები 2:1 დააწინაურა.

ეს მატჩი „საბურთალომ“ ანგარიშით 4:1 მოიგო.