გედევან ფოფხაძეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის პირველი მოადგილის უფლებამოსილება შეუწყდა

10:44, 03.01.2019

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არჩეულ გედევან ფოფხაძეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის უფლებამოსილება შეუწყდა.

გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს ცნობად მიიღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

როგორც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა, გედევან ფოფხაძის განცხადებაში დასაბუთებული იყო, რომ მან დაიკავა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე 31 დეკემბერს აირჩიეს, რის შემდეგაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა.

მსგავსი