გედევან ფოფხაძე - ვანო ზარდიაშვილი იურიდიულ კომიტეტში საბოტაჟის მეტს არაფერს აკეთებდა [ვიდეო]

ვანო ზარდიაშვილი იურიდიულ კომიტეტში საბოტაჟის მეტს არაფერს აკეთებდა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს მიმართა.

სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ.

გედევან ფოფხაძე იუსტიციის საბჭოს მოსამართლეებზე საუბრობდა, როდესაც სიტყვა ვანო ზარდიაშვილმა შეაწყვეტინა, რის შემდეგაც ფოფხაძემ ზარდიაშვილს მიმართა: „შენ პირადად რაც გაქვს გაკეთებული, ყველაფერს წარმოვადგენ“.

„ამ კანონთან დაკავშირებით ვდაობ. იცი, რას გეტყვი ვანო? დავჯდეთ დებატებში და პირში გეტყვი ყველაფერს. შენი ჭკუის სასწავლებელი არაფერი მჭირს. რა ვმართე და რა არ ვმართე, შენი ჭკუის სასწავლებელი არაფერი მაქვს. რაც არ გავაკეთე, იმას გავაკეთებ, გპირდები. ნახავ შენ მაგას. შენ პირადად რაც გაქვს გაკეთებული, ყველაფერს წარმოვადგენ. საბოტაჟის მეტს არაფერს აკეთებდი იმ იურიდიულ კომიტეტში“, – მიმართა გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს.