გედევან ფოფხაძე - ვანო მერაბიშვილს რომ დაინახავს ჩემი ამომრჩეველი ბორჯომში, „ოცნებას“ მისცემს ხმას
გედევან ფოფხაძე - ვანო მერაბიშვილს რომ დაინახავს ჩემი ამომრჩეველი ბორჯომში, „ოცნებას“ მისცემს ხმას

ვანო მერაბიშვილმა დაუშვა ისეთი შეცდომა, რომელიც პოლიტიკოსს არ უნდა ეპატიოს და რეალურად პოლიტიკურ სივრცეში ასეთი ადამიანები აღარ უნდა იყვნენ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში არის ნეგატიური ფაქტორი.

„ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლი არ ყოფილა, მას ჰქონდა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული. ვანო მერაბიშვილს რომ დაინახავს თუნდაც ჩემი ამომრჩეველი ბორჯომში, ვისაც ახსოვს, რა პოლიტიკური ტერორი ხორციელდებოდა მის დროს ის მერაბიშვილსა და „ოცნებას“ შორის მაინც „ოცნებას“ მისცემს ხმას“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, თუ პოლიტიკურ ძალას ამოცანა არ აქვს დემოკრატიული პროცესის ნაწილი იყოს და ამ გზით მიაღწიოს შედეგს, მისთვის ვანო მერაბიშვილი შეიძლება მშვენიერი მოკავშირე იყოს.

„ირაკლი ოქრუაშვილი გეყოლება ჯგუფში, ვანო მერაბიშვილი თუ სხვა პოლიტიკური ავანტიურისტი, რომლებსაც ეს ქვეყანა მიაჩნიათ მეწველ ძროხად, რომელიც ვიდრე იწველება, უნდა მოწველო და მერე როცა რძე გაუშრება დაკლა, ეს არის ამ ადამიანების პოლიტიკური მენტალიტეტი. მათთვის ნებისმიერ ავანტიურაში მონაწილეობა მისაღებია“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დატოვე კომენტარი