გედევან ფოფხაძე - პროცესი, რომელიც დაიწყო იუსტიციის საბჭომ მოსამართლეების კანდიდატურების არასწორი შემოთავაზებით, უნდა გამოსწორდეს
გედევან ფოფხაძე - პროცესი, რომელიც დაიწყო იუსტიციის საბჭომ მოსამართლეების კანდიდატურების არასწორი შემოთავაზებით, უნდა გამოსწორდეს

პროცესი, რომელიც დაიწყო იუსტიციის საბჭომ მოსამართლეების კანდიდატურების არასწორი შემოთავაზებით, უნდა გამოსწორდეს, – ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ყველამ უნდა გამოიჩინოს კოლეგიალურობა და საღი აზრი ყველას უნდა ახასიათებდეს. თავისთავად, ის პროცესი, რომელიც დაიწყო იუსტიციის საბჭომ მოსამართლეების კანდიდატურების არასწორი შემოთავაზებით პარლამენტისთვის, ეს პროცესი უნდა გამოსწორდეს.

დღევანდელ შეხვედრაზე ველოდები კონსტრუქციულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ პროცესმა მიიღოს ჯანსაღი ხასიათი და საზოგადოების ნდობა“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა იმართება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.

სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. განხილვის პროცესს პროტესტის ნიშნად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ ესწრებიან.