გედევან ფოფხაძე - გვაქვს საერთო პრინციპული პოზიცია, რომ საეჭვო მოსამართლეები არ მოევლინონ უზენაეს სასამართლოს უვადო მოსამართლეებად
გედევან ფოფხაძე - გვაქვს საერთო პრინციპული პოზიცია, რომ საეჭვო მოსამართლეები არ მოევლინონ უზენაეს სასამართლოს უვადო მოსამართლეებად

ჩვენ გვაქვს ერთი საერთო პრინციპული პოზიცია, რომ საეჭვო მოსამართლეები არ მოევლინონ უზენაეს სასამართლოს უვადო მოსამართლეებად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს იურიდიული კომიტეტის პირველი მოადგილის საქმის განხილვა პროცედურის სრული დაცვით ხდება.

„ჩემი კოლეგების დიდ ნაწილთან ნალაპარაკები მაქვს, ჩემი პოზიცია მათთვის ცნობილია. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არც მე არ დავუჭერ ისეთ კანდიდატს მხარს, რომლისგანაც სრული გარანტია არ მექნება, რომ ის სიის მხარდამჭერი არ არის. ამ შემთხვევაში ეს ჩემმა კოლეგებმა კარგად უნდა გაითვალისწინონ

ჩვენ აქ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. ვინც არ უნდა იყოს, ვანო იქნება ზარდიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, თუ ნებისმიერი სხვა, თუ საეჭვო მოსამართლეებს საეჭვო პროცედურებით არ მოახვევენ ქართულ საზოგადოებას თავს, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით იქნება ძალიან პრინციპული“,- განაცხადა ფოფხაძემ.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, თუ მხარს არ დაუჭერენ, „ისინი უბრალოდ ისეთ კითხვის ნიშნებს გააჩენენ, თუნდაც მასთან მიმართებაში, რომელიც არ იქნება სწორი“.

„რის საფუძველზე უნდა მოხდეს ჩემი კანდიდატურის იგნორირება, ამ შემთხვევაში საუბარი არის იმაზე, რომ უბრალოდ არ გვინდა იურიდიული კომიტეტი დარჩეს ხელმძღვანელის გარეშე, მაგრამ არც ის არ გვაწყობს, რომ იურიდიული კომიტეტი იქცეს უბრალოდ გამტარად იმ მოსამართლეების, რომლებმაც მერე უკვე შეიძლება, ელემენტარულად ზიანი მიაყენონ ქართულ მართლმსაჯულებას.

ჩვენ გვაქვს ერთი საერთო პრინციპული პოზიცია, რომ საეჭვო მოსამართლეები არ მოევლინონ უზენაეს სასამართლოს უვადო მოსამართლეებად“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ასარჩევად კენჭისყრა გაიმართება. პირველი მოადგილე კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს.