გედევან ფოფხაძე - გიორგი გახარიას განცხადებებში რეალობისადმი ადეკვატური დამოკიდებულება არ არის, ეს ძალიან საგანგაშოა
გედევან ფოფხაძე - გიორგი გახარიას განცხადებებში რეალობისადმი ადეკვატური დამოკიდებულება არ არის, ეს ძალიან საგანგაშოა

მთავრობაში პასუხისმგებლობის გრძნობა თუ აქვთ, თანმიმდევრულად უნდა შეასრულონ ის მოთხოვნები, რაც სამოქალაქო სექტორის მხრიდან არის დაყენებული მიტინგზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა შს მინისტრის გუშინდელ განცხადებებს და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას რეალობისადმი ადეკვატური დამოკიდებულება არ აქვს.

„არ უნდა იძახონ, რომ გახარია არის გარანტი სახელმწიფოში რაღაცის, რადგან ერთადერთი რისი წინაპირობაც გახარიას აქვს, ეს არის ქვეყანაში დაპირისპირების და ხელისუფლების მორალური სახის დაკარგვის წინაპირობა.

ეს მთავრობა, რომ უპასუხისმგებლოა, ფაქტია და ხალხს იმის უფლება აქვს, თავის სამშობლოზე თავად იზრუნოს. ეს შანსი მაინც უნდა მივიღოთ, რომ ახალი პოლიტიკური პროცესი დაიწყოს უფრო დემოკრატიულ და კანონიერ ჩარჩოებში.

გუშინ გახარიას ვუყურე და შინაგან საქმეთა მინისტრი არაადეკვატური იყო. არამგონია, ის არსებულ პოლიტიკურ მოცემულობას აღიქვამდეს. შემექმნა განცდა, რომ 19 და 21-ში მას ერთნაირი ემოციური მდგომარეობა და ერთნაირი აღქმა ჰქონდა და მისთვის არაფერი არ შეიცვალა. სრულიად საქართველოსთვის კი, შეიცვალა. ჟურნალისტები ადეკვატურ და სწორ კითხვებს სვამდნენ. გახარიას განცხადებებში რეალობისადმი ადეკვატური დამოკიდებულება არ არის, ეს ძალიან საგანგაშოა”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დატოვე კომენტარი