გედევან ფოფხაძე – ფარული კადრების გავრცელება პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ხელისუფლებამ ოპონენტებთან ურთიერთობის მორალურად არასწორი გზა აირჩია

14:05, 03.04.2019

ფარული ჩანაწერების გავრცელების მიზანი ფსიქოლოგიური ზეწოლა და დაუმორჩილებელი პოლიტიკოსის განეიტრალებაა, – ამის შესახებ დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ვინც ამ პროცესს მართავს, თავის მიზანს ვერ მიაღწია.

„ამას აგრძელებენ ერთადერთი მოტივაციით, მიზანი ერთადერთია, ამ პირზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდეს და მისი განეიტრალება მოხდეს, კერძოდ, პოლიტიკოსზე, რომელიც არის დაუმორჩილებელი, რომ მან ამ ზეწოლის ფონზე, რაღაც დონეზე ვერ შეძლოს თავისი საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელება“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი შეფასებით, ფარული კადრების გავრცელება პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ხელისუფლებამ თავის ოპონენტებთან ურთიერთობის მორალურად არასწორი გზა აირჩია.

მსგავსი