გედევან ფოფხაძე - ეკლესია უნდა იყოს საზოგადოების გამაერთიანებელი, პატრიარქმა ბრძნული განცხადება გაავრცელა
გედევან ფოფხაძე - ეკლესია უნდა იყოს საზოგადოების გამაერთიანებელი, პატრიარქმა ბრძნული განცხადება გაავრცელა

უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ბრძნული და კარგად გააზრებული განცხადება გაავრცელა.

დეპუტატის თქმით, ეკლესიის მისიაა, იყოს საზოგადოების გამაერთიანებელი და არა მხარე პოლიტიკურ წინააღმდეგობებში.

„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეკლესია უნდა იყოს საზოგადოების გამაერთიანებელი და რაღაც პოლიტიკური განცხადებები იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე ჩვენგანი რაღაცას ვცოდავთ, პოლიტიკური თავდასხმის საგანი ნამდვილად არ უნდა გახდეს. მგონია, რომ ეს ძალიან ბრძნული და სულიერად გააზრებული გადაწყვეტილებაა, როგორც სჩვევია პატრიარქს და იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენზეც აისახება – საარჩევნო კამპანიას არ გადავაქცევთ ურთიერთმტრობის, შუღლისა და სიძულვილის ენის დამკვიდრების პროცესად“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ პირველ არხთან საუბრისას.

ილია მეორე წინასაარჩევნოდ სასულიერო პირებს მიმართავს და მოუწოდებს, ჩრდილს ნუ მიაყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს.