გდანსკიდან ქუთაისში დღეს პირველი ავიარეისი შესრულდება
გდანსკიდან ქუთაისში დღეს პირველი ავიარეისი შესრულდება

პოლონეთის ქალაქ გდანსკიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 22: 50 საათზე პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდება.

პირველი რეისის მგზავრებს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე დახვდება და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.

გდანსკი პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრი და ნავსადგურია ბალტიის ზღვაზე. ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია „ვიზეარი“ კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს.