გდანსკი-ქუთაისის პირველი ავიარეისის მგზავრებს ქართული ღვინო აჩუქეს
გდანსკი-ქუთაისის პირველი ავიარეისის მგზავრებს ქართული ღვინო აჩუქეს

გდანსკიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა.

პოლონეთის საპორტო ქალაქი გდანსკი რიგით მეოთხე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული ავიარეისების შესრულება დაიწყო.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ცნობით, პირველი რეისის მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგეს: ჩამომფრენებს, რომელთა უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ, ქართული ღვინოები გადასცეს.

გდანსკი პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრი და ნავსადგურია ბალტიის ზღვაზე. ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია „ვიზეარი“ კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს.