გაზზე მომუშავე ავტომობილების ნაწილისთვის ტექნიკური ინსპექტირების ვადა დღეს იწურება
გაზზე მომუშავე ავტომობილების ნაწილისთვის ტექნიკური ინსპექტირების ვადა დღეს იწურება

გაზზე მომუშავე ავტომობილების ნაწილისთვის ტექნიკური ინსპექტირების ვადა დღეს იწურება. საუბარია 14-16 წლის ავტომობილებზე.

მსგავსი კატეგორიის ავტომობილის მძღოლები, რომლებსაც დღეიდან ტექნიკური ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნებათ, 100 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების ღირებულება 90 ლარიდან 130 ლარამდეა.

გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად ხდება და ვადები ავტომობილის ასაკის მიხედვით განისაზღვრა. გაზზე მომუშავე 17-19 წლის ავტომობილებისთვის ინსპექტირების გავლის ვალდებულება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. შედარებით ახალი, 11-13 წლის ავტომობილებისთვის ინსპექტირების ვადა 2019 წლის პირველ იანვარს, 1-10 წლის სატრანსპორტო საშუალებების კი – 2019 წლის პირველ ივლისს იწურება.