გაზრდილი მოხმარების გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით მოხდება
გაზრდილი მოხმარების გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით მოხდება

გაზრდილი მოხმარების გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით მოხდება. ადგილობრივმა კომპანიამ მოსახლეობას ეკონომიისკენ მოუწოდა და საღამოს საათებში, 30-30 წუთით მოსალოდნელი გათიშვების თაობაზე გააფრთხილა. ამასთან, ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონში ავარიული გათიშვებიც გახშირდა.

„ენგურჰესის“ დირექტორმა, ლევან მებონიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ ელექტროსადგურის რესურსი ზამთრის თვეებში აფხაზეთის მომარაგებისთვის საკმარისი არ იქნება. მებონიას ინფორმაციითვე, წელს განსაკუთრებით მშრალი ამინდებია და წყალსაცავში წყლის შემოდინება, წინა წელთან შედარებით, 40 პროცენტით ნაკლებია.