„გაზპრომი“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფლების გაზიფიცირებას აპირებს
epa05265562 A logo of the Russian Gazprom company during the 16th Neftegaz International Exhibition in Moscow, Russia, 18 April 2016. The 16th Neftegaz International Exhibition is attended by 750 participants from 33 countries. EPA/SERGEI ILNITSKY
„გაზპრომი“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფლების გაზიფიცირებას აპირებს.
როგორც რუსული მედია იუწყება, ამის შესახებ საუბარი სანკტ-პეტერბურგში, „გაზპრომის“ მმართველ ალექსეი მილიერისა და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერ ანატოლი ბიბილოვის შეხვედრაზე შედგა.
„საუბარი შეეხო სამხრეთ ოსეთში ბუნებრივი აირის ექსპორტს. განვიხილეთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გაზიფიცირების პროექტის რეალიზაციის ვადები“, – ნათქვამია რუსული მედიის ინფორმაციაში.
2009 წელს რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის მაგისტრალური გაზსადენი აამოქმედა. 2010 წლის აპრილში კი მოსკოვმა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა „გაზპრომთან“ „თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს“, რომელიც 2029 წლამდე „რეგიონში ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმას მოიცავს“.