„გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს
„გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს

კომპანია „გაზპრომი“ ევროპას გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს. რუსული კომპანია ამჯერად მიზეზად „ჩრდილოეთის ნაკადზე“ ბუნებრივი აირის გადასაქაჩ აგრეგატ Trent 60- ზე ტექნიკური მომსახურების აუცილებლობას ასახელებს.

როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია აღნიშნული, გაზის მიწოდება 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე შეწყდება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია გერმანიიდან კანადაში გარემონტებული სიმენსის ტურბინა, რომლის არქონის გამოც, ევროპას მიწოდების მოცულობა შეუმცირა.