„გაზპრომ არმენიას“ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ
„გაზპრომ არმენიას“ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ

„გაზპრომ არმენიას“ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ.

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „გაზპრომ არმენია“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებს არ იხდიდა. კერძოდ, კომიტეტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ 2016-2017 წლებში „გაზპრომ არმენიამ“ საშემოსავლო სამსახურში წარდგენილ დოკუმენტებში ცრუ ინფორმაცია დააფიქსირა, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტს რამდენიმე მილიარდი დრამი დააკლდა.
როგორც კომიტეტის ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპანიის მიერ განზრახ ჩადენილი დანაშაულის შესახებ მეტყველებს ასევე ბუნებრივი აირის დანაკარგის მოცულობაში აღმოჩენილი უზუსტობაც.
მომზადებული მასალების საფუძველზე სახელმწიფო შემოსავლები კომიტეტის საგამოძიებო სამმართველომ სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვის მუხლით აღძრა. ამჟამად გამომძიებლები ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენას და შესაძლო კორუფციული სქემის გაშიფვრას ცდილობენ.

„რადიო თავისუფლების“ სომხური ბიუროს ცნობით, „გაზპრომ არმენიაში“ ჯერ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„გაზპრომ არმენია” არის რუსული „გაზპრომის” შვილობილი კომპანია, რომელსაც სომხეთში გაზის მიწოდების ექსკლუზიური უფლება აქვს.