გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლებმა კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს საჩუქრები გადასცეს

12:48, 25.04.2019

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლებმა წინასააღმდგომოდ კოჯრის შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვთა სახლს საჩუქრები გადასცეს.

კომპანიის წარმომადგენლებმა სახლის აღსაზრდელებს ის ნივთები მიუტანეს, რისი სურვილიც გამოთქვეს. მათ შორის იყო საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პირადი ნივთები, ასევე მედიკამენტები და საკვები პროდუქტი.

კოჯრის შშმ ბავშვთა სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან წლებია, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. მათი თქმით, კომპანიის წარმომადგენლები მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ყოველწლიურად ატარებენ.

მსგავსი