გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, „ვლადიკავკაზ - თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები გადაიდო
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, „ვლადიკავკაზ - თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები გადაიდო

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, „ვლადიკავკაზ – თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის 154 კმ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება გადაიდო.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამუშაოების გადადების გამო, ქალაქ დუშეთს, დაბა ჟინვალსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას „ვლადიკავკაზ – თბილისის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 154 კმ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა. რიგი მიზეზების გამო, აღნიშნული სამუშაოების შესრულება გადაიდო, ამიტომ მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, 05:00 საათიდან 22 აგვისტოს 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზი შეუფერხებლად მიეწოდებათ ქალაქ დუშეთს, დაბა ჟინვალს და დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ქუბრიანთ კარი, ბულაჩაური, აბანოსხები, ჭოპორტი, ახატანი, ლაშატრის ჯვარი, წითელისოფელი, ბოდორნა, არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, არანისი, მეზვრიანთკარი, თანიანთკარი, პირმისაანთკარი, ვარსიმაანთკარი, ბაზალეთი, ჩანადირები, მჭადიჯვარი, ციხისძირი, ანანური, ზოტიკაანთკარი, შალიკიანთკარი, სოფელი ვარდები, სოფელი სტანდარტები, აგრეთვე ასფალტის ქარხანას.