გაზეთი „მარკა“ - მბაპე თებერვალში გამოაცხადებს პსჟ-ის დატოვების შესახებ #1TVSPORT
გაზეთი „მარკა“ - მბაპე თებერვალში გამოაცხადებს პსჟ-ის დატოვების შესახებ #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე თებერვალში გააკეთებს განცხადებას თავისი მომავლის შესახებ.

ესპანური გაზეთის Marca-ს ინფორმაციით, 25 წლის ფრანგი ფეხბურთელი გამოაცხადებს, რომ არ აგრძელებს კონტრაქტს პარიზულ კლუბთან და დატოვებს პსჟ-ს კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აღნიშნავენ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ სთხოვა მბაპეს, ნაადრევად არ გააჟღეროს ეს ინფორმაცია, რადგან ამან შეიძლება იმოქმედოს საფრანგეთის ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებების გაყიდვის პროცესზე, რომელიც 2024 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მბაპე აპირებს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით მარტში ჩამოყალიბდეს. გაზეთი AS-ი ამტკიცებდა, რომ მადრიდის „რეალი“ ფეხბურთელს წელიწადში 30 მილიონ ევროს სთავაზობს.

კილიან მბაპეს კონტრაქტი საფრანგეთის ჩემპიონთან 2024 წლის ზაფხულში იწურება. ამ სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.