„ბარსელონას“ ნახევარმცველი გავი კატალონურ კლუბში აპირებს კარიერის გაგრძელებას.
გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელთან ჩავისთან კერძო საუბარში დაადასტურა, რომ არ აპირებს ზაფხულში სხვაგან გადასვლას. პირიქით, ის ხანგრძლივი დროით აპირებს „ბარსელონაში“ დარჩენას, რადგან კმაყოფილია თავისი როლით და მხოლოდ ერთი სურს: მალე მოგვარდეს მისი კონტრაქტის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სიტუაცია.
მარტის ბოლოსდან გავი აღარ მიიჩნევა „ბარსელონას“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ – ლა ლიგამ 18 წლის ფეხბურთელი განაცხადიდან გამოიყვანა კლუბის ფინანსური პრობლემების გამო. ამჟამად გავი „ბარსელონას“ ახალგაზრდული გუნდის მოთამაშედ მიიჩნევა.
უფრო ადრე დაიწერა, რომ ესპანელი ნახევარმცველის მიმართ ინტერესს „ჩელსი“ იჩენდა.