გავიხსენოთ საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვება - 27 წლის წინ, 16 ნოემბერს „ჯვაროსნებმა“ უელსი 5:0 დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT
20:38, 16.11.2021
დღეს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინგლისი ბათუმში 3:2 დაამარცხა, გულშემატკივარი ძალიან გაახარა და დააიმედა.
როგორც ჩანს, ბრიტანელებთან ამ დღეს თამაში გამოგვდის, რადგან 27 წლის წინ თბილისში ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისის პრემიერლიგის ცნობილი მოთმაშეებით დაკომპლექტებულ უელსს უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა.
სტუმრებს მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მარცხენა შემტევი, იმ დროისათვის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი რაიან გიგზი აკლდა. ამავე დროს, ეს იყო ჩვენი ნაკრების პირველი ოფიციალური გამარჯვება – ევროპის 1994 წლის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო მოლდოვასთან (0:1) და ბულგარეთთან (0:2) დამარცხდა.
უელსელებთან ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა დაუვიწყარი, შთამბეჭდავი ფეხბურთი აჩვენა და ეფექტური გოლებიც გაიტანა. კურიოზული ფაქტია – თამაში 14 საათზე დაიწყო, რადგან მაშინ შუქი ხშირად ქრებოდა და ორგანიზატორებს არ სურდათ, მატჩი ელექტროენერგიის გათიშვის გამო ჩაშლილიყო – ასეთი იყო 90-იანი წლების საქართველოს რეალობა.
გავიხსენოთ ეს გასაოცარი შეხვედრა და ვისიამოვნოთ გამარჯვებით, რომელიც 27 წლის წინ გაიმართა.
საქართველო – უელსი 5:0
16 ნოემბერი, 1994. ევრო 1996 – შესარჩევი მატჩი.
თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 45000 მაყურებელი
საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე (გელა ინალიშვილი 42), გოჩა გოგრიჭიანი, თემურ ქეცბაია (მიხეილ ყაველაშვილი 75), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
უელსი:ნევილსაუთჰოლი, ალან ნილსონი (კიტ საიმონსი 46), მარკ როსლინბოუენი, ენდი როჯერ მელვილი, კრის კოულმენი, ბარი ჰორნი (კაპ), დევიდ ოუენ ფილიპსი, დინ სონდერსი, იან რაში, მარკ ჰიუზი, გარი სპიდი