„გავიგუდეთ“, - ამ სახელწოდებით „ჯეოსთილის“ ქარხნასთან აქცია მიმდინარეობს
„გავიგუდეთ“, - ამ სახელწოდებით „ჯეოსთილის“ ქარხნასთან აქცია მიმდინარეობს

„გავიგუდეთ“, – ამ სახელწოდებით რუსთავში, „ჯეოსთილის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ჰაერის დაბინძურებასა და გარემოზე მიყენებულ ზიანს აპროტესტებენ.

აქცია სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის „გავიგუდეს“ ორგანიზებით მიმდინარეობს და მასში ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს. აქციას შეუერთდა საინიციატივო ჯგუფი „რუსთავის სადარაჯოზე“.

აქტივისტებმა სპეციალურად შექმნილი მაკეტი, მინი ქარხანა საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე დადგეს და ის მოთხოვნები დაწერეს, რომელსაც ქარხნებს უყენებენ.

აქციის მთავარი მოთხოვნაა, შემცირდეს გამონაბოლქვი და ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლოს სუფთა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება.

ორგანიზატორები მსგავს აქციებს მომავალშიც აანონსებენ.