გაუარესებული ჯანმრთელობის გამო პელეს საზოგადოებაში გამოჩენის ერიდება
გაუარესებული ჯანმრთელობის გამო პელეს საზოგადოებაში გამოჩენის ერიდება

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე სახლიდან აღარ გამოდის, რადგან დახმარების გარეშე სიარული აღარ შეუძლია.

ამ განცხადებას მისი შვილი, ასევე ყოფილი ფეხბურთელი, ედინიო აკეთებს.

სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი, რომელიც საყოველთაოდ არის მიჩნეული ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად, გასულ წელს საავადმყოფოში მოხვდა. 79 წლის პელეს ბარძაყის პრობლემები ჰქონდა და ბოლო დროს საზოგადოებაში ეტლით ჩნდებოდა.

„ძალიან მორიდებული გახდა“, – განუცხადა ედინიომ ბრაზილიურ ტელევიზიას, – „ამიტომ, ახლა სახლში ყოფნა ურჩევნია. გარეთ გასვლის სურვილს თითქმის არ გამოთქვამს“.

თავის 21-წლიან კარიერაში პელემ 1363 მატჩი ჩაატარა და 1281 გოლი გაიტანა, მათ შორის 77 გოლი ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 91 მატჩში.